რუსთავში საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ „ქართული ტექსტილის“ ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიების პარალელურად, მოძრაობა „გავიგუდეს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
საპროტესტო აქცია მდუმარე იყო. აქტივისტები ქალაქში საწარმოების მხრიდან ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ.