საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 სოფელში მიწის უფასო სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება

479

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 სოფელში მიწის უფასო სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება. ამ დროისთვის მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში უკვე დაიწყო პროექტის საველე ტექნიკური სამუშაოები. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

სულ, პროექტის ფარგლებში, კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის ის 28 ადმინისტრაციულ ერთეულია შერჩეული, სადაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 2016 წელს დაიწყო და 837 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული.