წყალმომარაგების კომპანია: ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე, სასმელ წყალში ფეკალიები არ აღმოჩნდა

1041

წინა სტატია

ახალციხეში მესხეთის ქუჩაზე აღებულ ნიმუშებს ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა ჩაუტარდა, წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული არ არის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„ცხრა ივლისს სამი ოჯახიდან აღებული წყლის სინჯების პასუხები უარყოფითია. კიდევ ავიღეთ 10 სინჯი, ქიმიურ დაბინძურებაზე პასუხი გუშინვე გავიგეთ და არაფერია, ახლა მიკრობიოლოგიურის პასუხს ველოდებით. ვაპირებ ნახევარდ დაცლილი მილებიდანაც ანალიზების აღებას, სხვა მეთოდებიც არის. არც ერთი წამით არ გაჩერებულა ჩემი სამსახური“,- ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი, გიორგი გრიგოლაშვილი.

მისივე თქმით, დაზინება შესაძლოა მოსახლეობის შიდა ქსელში იყოს: „შესაძლებელია დაზიანება იყოს მოსახლეობის შიდა ქსელში. ვთქვათ გაქვთ სახლი და ეზოში გაქვთ ბეტონი დასხმული, შესალოა დაზიანება ამის ქვემოთაა. ამიტომ მე უნდა ვეძებო და უშუალოდ მათი ონკანებიდან უნდა ავიღო წყლი და შევამოწმო. რთული ძნელი და შრომატევადი პროცესია“,- განმარტა გრიგოლაშვილმა.

მესხეთის ქუჩაზე მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ მათ დასახლებაში სასმელი წყალი დაბინძურებული მოდის, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ სასმელ წყალს სავარაუდოდ კანალიზაცია ერევა. წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა წყლის სინჯები ცხრა ივლისს აიღეს.