7 ჩითილის შემდეგ, 10 კილოგრამი კიტრი – აჭარის სოფლის მეურნეობის საჩუქარი ფერმერებს

724

წინა სტატია

7  ჩითილის შემდეგ, 10 კილოგრამი კიტრი. მას შემდეგ, რაც მოსახლეობისთვის გადაცემული ჩითილების უმეტესობა გახმა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქობულეთში მცხოვრებლებს უკვე მიღებული ნაყოფი დაურიგა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. 

კიტრი, გვარაში არსებულ სათბურებშია მოყვანილი და შესაბამისად ბოსტნეული მხოლოდ ქობულეთელებს შეხვდა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი განმარტავს, რომ ბენეფიციარებისთვის საჩუქარი, პროგრამის საფუძველზე, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით გაიცა. ტიტე აროშიძის თქმით, კიტრის გარდა, სხვა კულტურების გაცემაც მოხდება.

ცნობისთვის, პანდემიის პირობებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფელში მაცხოვრებლებს ჩითილებით დაეხმარა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი რაოდენობა 7-ს უდრის. თუმცა, აქ თავს მეორე პრობლემაც იჩენს. ფერმერებმა ჩითილებით სარგებლობა ვერ შეძლეს, რადგან მათი დიდი ნაწილი გადარგვიდან მალევე გახმა.