აჭარის მთავრობამ ოჯახებს 7-7 ჩითილი დაურიგა, თუმცა, ჩითილები დახმა და ფერმერებმა ვერ ისარგებლეს

537

წინა სტატია

პანდემიის პირობებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფელში მაცხოვრებლებს ჩითილებით დაეხმარა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი რაოდენობა 7-ს უდრის. თუმცა, აქ თავს მეორე პრობლემაც იჩენს. ფერმერებმა ჩითილებით სარგებლობა ვერ შეძლეს, რადგან მათი დიდი ნაწილი გადარგვიდან მალევე გახმა. რას ამბობენ ადგილობრივები? – ამ თემაზე სიუჟეტი ტვ25-მა მოამზადა. 

კიტრის 7 ჩითილი ერთ ოჯახს – ასე დაეხმარა პანდემიის დროს „წითელ ზონაში“ გამოკეტილ მოქალაქეებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ერთ-ერთი, ვინც სოფელ ლეღვაში პროგრამით ისარგება მერაბ ტაკიძეა. შვიდიდან მხოლოდ ხუთი ჩითილის გადარჩენა შეძლო. ფერმერი ამბობს, რომ ნაყოფი არ იზრდება და მისგან მხოლოდ პიკულის მიიღება შეიძლება.

სოფელში ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მათ უბრალოდ დასცინა. ბენეფიციარები ამბობენ, რომ ჩითილს მხოლოდ იმიტომ ზრდიან, მოსავალი პრემიერ გახარიას გაუგზავნონ.

კიტრის ჩითილები დარიგდა სოფელ აჭყვისთავშიც. მათი უმრავლესობა გაუფუჭდათ. ფერმერები ამბობენ, რომ ძირები გახმა, რადგან ისინი  ბოსტანში მოყვანისთის ადაპტირებული არ არის.

აჭარის სოფლის მეორნეობის სამინიტრომ კიტრთან ერთად რიგ სოფლებში პომიდვრის ჩითილებიც დაარიგა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გამართლებული არც ამ კულტურის ნერგები აღმოჩნდა. დიდი ნაწილი გადარგვიდან მალევე გახმა.