ახმეტის მერიამ ივნისში ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამებით 25 463 ლარი დახარჯა

1300

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის ივნისის თვეში დახმარება 65 ბენეფიციარს გაეწია, რისთვისაც სულ 25 463 ლარი დაიხარჯა.

მერიის ინფორმაციით, ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 42 ბენეფიციარს – 19 209 ლარით;

ამასთან, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 9 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 2 745 ლარის ღირებულების მედიკამენტები;

,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის„ დასკვნის საფუძველზე კი დაფინანსდა 4 ბენეფიციარი -1 809 ლარით;

პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (4 ოჯახი) 500 ლარი;

მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებს (1 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის გადასახადი- 100 ლარი;

პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი დახმარება გაიცა 2 ბენეფიციარზე 300ლარი;

95 წელს გადაცილებულ 2 ბენეფიციარზე გაიცა დახმარება 200 ლარის ოდენობით;

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე1 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი- 600 ლარით;