საქართელოს 5 ეროვნული პარკი World Travel Awarda-ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

1038

World Travel Awards ტურიზმის სექტორში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ფართომასშტაბიანი, ყოველწლიური დაჯილდოებაა. 2020 წელს რიგით 27–ე დაჯილდოება იმართება, რომელშიც საქართველოდან ხუთი ეროვნული პარკია ნომინირებული, მათ შორისაა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკიც.

World Travel Awards–ის დაჯილდოება ემსახურება აღნიშნული სექტორის პოპულარიზაციასა და რეგიონების საუკეთესო ტურისტული მიმართულებების გამოვლენას.

თქვენი რჩეული პარკისთვის ხმის მიცემა World Travel Awards-ის ოფიციალურ საიტზე 15 ივნისიდან 17 აგვისტოს ჩათვლითაა შესაძლებელი, გამარჯვებული კი 28 სექტემბერს გამოვლინდება.

ნომინაციაში “საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი, 2020” წარდგენილნი არიან:

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი;
კოლხეთის ეროვნული პარკი;
ლაგოდეხის ეროვნული პარკი;
მტირალას ეროვნული პარკი;
ყაზბეგის ეროვნული პარკი;

თქვენი რჩეული პარკისთვის ხმის მიცემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო,
ან მიჰყევით ბმულს.