ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორების მიღება განახლდა

783

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის რეინჯერებმა, ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ბილიკები ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეებისგან გაწმინდეს.

დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის, ვიზიტორთა გადაადგილება უსაფრთხოდ და თავისუფლადაა შესაძლებელი ოთხივე ტურისტულ ბილიკზე, მათ შორის – „როჭოს ჩანჩქერისა“ და „შავი კლდეების ტბის“ მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ 5 და 7 ივლისს სტიქიამ დაცულ ტერიტორიებზე ხეები წააქცია და ბილიკები ჩახერგა, რის გამოც, ადმინისტრაციამ, უსაფრთხოების მიზნით, ვიზიტორთა გადაადგილება დროებით შეაჩერა.