ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ზედამხედველობის განყოფილება შეიქმნა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
სამსახურის უფროსის, აფრასიონ ლურსმანაშვილის, ინფორმაციით, „დღემდე ამ სამსახურში არქიტექტურის განყოფილება ფუნქციონირებდა. ზედამხედვედველობის განყოფილების შექმნა ამ მიმართულებით მუშაობას უფრო გააძლიერებს. ახალი განყოფილება არსებული შტატებით დაკომპლექტდება და ახალი შტატი არ დაგვემატება“, – ამბობს აფრასიონ ლურსმანაშვილი.
მისი ინფორმაციით, განყოფილების უფროსი კონკურსით შეირჩევა.
„ძალიან მეეჭვება, ამ სამსახურში ახალი განყოფილების შექმნას ეფექტური შედეგი მოჰყვეს. მივესალმები, თუკი რამე შეიცვლება,“ – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე.