ქუჩის მხატვრობა იერსახის გასალამაზებლად – სამტრედიის მერია კონკურსს აცხადებს

813

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის იერსახის გასალამაზებლად “Street Art-ის” პროექტის ფარგლებში კონკურსს აცხადებს. მერიის ცნობით, თემებისა და ფორმების მრავალფეროვნება, ასევე, ხატვისთვის იდეა და კონცეფცია, კონკურსანტების ფანტაზიასა და კრეატიულობაზეა დამოკიდებული.

“კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მსურველს შესაძლებლობა აქვს გამოაგზავნოს ესკიზი რამდენიმე ვარიანტი. ამასთან, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ესკიზი ანოტაციით.

აღსანიშნავია, რომ კონკურსზე წარმოდგენილი ესკიზი, კონკრეტულად ამ პროექტისთვის უნდა იყოს შექმნილი. სხვა კონკურსისთვის გამოყენებული ეკიზის წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურს.

რეგისტრაციის ვადაა 2022 წლის 31 იანვრამდე.

კონკურსანტებმა ნამუშევრები თავისი ანოტაციით უნდა გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე samtrediastreetart@gmail.com-ზე, ასევე, პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა.

კონკურსს ეყოლება კომპეტენტური ჟიური, რომელიც განიხილავს და შეაფასებს ესკიზებს.

გთხოვ ყურადღებით დააკვირდეთ მოცემულ ადგილებს კედლებისა და ფანჯრების ფორმასა და განლაგებას და ესკიზი მოარგოთ კონკრეტულ ადგილს.

სასურველია შესრულებული ჩანახატი დამუშავებული იყოს ციფრუად (ფოტოშოპი) და მორგებული იყოს კონკრეტულ ადგილზე.

  • რუსთაველის ქ. N 2 . შენობის სიმაღლე – 9 მეტრი, განი 12 მეტრი , სულ ჯამში 108 კვ.
  • რუსთაველის ქ. N 6. შენობის სიმაღლე 9 მეტრი , განი 4 მეტრი ,სულ ჯამში 36 კვ.
  • რუსთაველის ქ. N 8 . შენობის სიმაღლე 9 მეტრი, განი 5 მეტრი , სულ ჯამში 46 კვ.
  • რუსთაველის ქ. # 10 . შენობის სიმაღლე 12 მეტრი, განი 5 მეტრი. სულ ჯამში 60 კვ.
  • რუსთაველის ქუჩა 11-13 ნომერი (ლიმონათის ქარხნის ტერიტორია ) ბეტონის ღობე სიმაღლე 2 მეტრი, სიგრძე 65 მეტრი ჯამში 130 კვ.
  • თამარ მეფის ქუჩა #17 -ბეტონის ღობე , სიმაღლე- 2 მეტრი, სიგრძე 180 , სულ ჯამში 360 კვ.

კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოთი
ჯილდო თითოეულ ესკიზზე 200 ლარი (ხელზე ასაღები).

გამოგზავნილ ესკიზზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსში მონაწილეს; ასევე, კონკურსში გამარჯვებულ ესკიზზე საავტორო უფლება უნარჩუნდება ავტორს”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/SamtrediaMunicipality/posts/4499245230170760