სამტრედიის ექვს ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელებს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ

397

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სულ 15 ტერიტორიული ერთეულია, სადაც მერს თავისი წარმომადგენლები ჰყავს დანიშნული. ახალი მერის, დავით ბახტაძის არჩევის შემდეგ 6 ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლებს შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაუფორმდათ. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.

კერძოდ, ტოლების თემში ალექსი ბოცვაძეს, საჯავახოში შავლეგ თარგამაძეს, ოფეთში თემურ ჩხაიძეს, გამოჩინებულში თემურ ჩაჩუას, ეწერში რეზო ივანიაძეს, ბაშში რამაზ კაშიას. ზოგიერთ ტერიტორიულ ერთეულში შრომითი ხელშეკრულებები სპეციალისტებსაც შეუწყდათ.

ინფორმაცია ,,გურია ნიუსს” სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ბეჟან გეგეშიძემ დაუდასტურა.