“ვაჩუქოთ რუსთავს ჟანგბადი” – გამწვანების პროექტში მონაწილეობის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ

956

“ვაჩუქოთ რუსთავს ჟანგბადი,” – ამ სლოგანით რუსთავში ჯგუფი “გავიგუდეთ”, მცენარეების  მაღაზია “ანემონესთან” ერთად, პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შემოდგომაზე რუსთავში გარკვეული რაოდენობის ხე უნდა დაირგოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.

ამ ეტაპზე, “გავიგუდეთ” წევრების მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, 5 000 ლარი შეგროვდეს. აღნიშნული თანხის შეგროვების შემდეგ ფონდი “ორბელიანი”  ჯგუფს დამატებით 5 000 ლარს გადასცემს, რაც ჯამურად, რუსთავში პროექტის კონცეფციით, 10 000 ლარის ღირებულების ხეების დარგვის შესაძლებლობას გააჩენს.

“გავიგუდეთ” წევრების ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობის მიღება, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ რუსთაველს შეუძლია. დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის ნახვა და თანხის გადარიცხვა მოქალაქეებს ჯგუფის “გავიგუდეთ” ოფიციალურ გვერდზე მითითებული ლინქის საშუალებით აქვთ.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქალაქში მწვანე სივრცეების გაზრდას, “ორბელიანის” და “ანემონეს” ინიციატივას დავთანხმდით, შეგვეგროვებინა 5 000 ლარი საზოგადოების დახმარებით,რომელსაც გაგვიორმაგებს “ორბელიანის” ფონდი  და შევძლებთ ,რომ 10 000 ლარის ღირებულების ხეები დავრგათ რუსთავში,- აცხადებენ ჯგუფის “გავიგუდეთ” წევრები.