ლენტეხის სოფელ ნანარში მინისტადიონების მოწყობა მიმდინარეობს

560

ლენტეხის სოფელ ნანარში მინისტადიონების მოწყობა მიმდინარეობს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, პროქტის შემსრულებელი შპს “ლუკა-2003-ია”, ღირებულება კი, 27 731 ლარს შეადგენს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს, შემსრულებლების მხრიდან დაცულია, როგორც შესრულების ხარისხი, აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე რეკომენდაციები.

სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადებია: 22.05.2020- 16.07.2020 წლებია.