ნინოწმინდაში მიწების მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა

659

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფლის მეურნეობის მიწების მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც მონიტორინგი უნდა გაუწიოს სახნავ–სათესი ნაკვეთების გასხვისების საკითხებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სოფლის მეურნეობის მიწების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს.

„სამუშაო ჯგუფის ამოცანაა გააკონტროლოს სასოფლო-სამეურნეო მიწები, ვინ იყენებს და როგორ იყენებს მათ. საგადასახადო სფერო უნდა დაზუსტდეს ისე, რომ ისინი გახდნენ გადასახადის გადამხდელნი“,– გვითხრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, სუმბატ კიურეღიანმა.

მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წევრები არიან, ანდრანიკ კარაპეტიანი, არტურ შირინიანი, ვახტანგი ოქრომელიძე, მანველ აბგარიანი, ვარაზდატ არზუმანიანი და მარტინ მგდესიანი.