„საარჩევნო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებით გენდერული კვოტებიც არის გათვალისწინებული.
კანონპროექტის გათვალისწინებით, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკო-ს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.
კანონპროექტის მიხედვით, 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.
აღნიშნული წესი შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებსაც. კერძოდ, ცვლილებებით, 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიის მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.