რატომ შემოღობეს რუსთავის ცენტრალურ მოედანზე მთავარი შადრევნის მიმდებარე ტერიტორია და რისი აშენება იგეგმება? – ამ თემაზე ინფორმაციას ინფრო რუსთავი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შადრევნის ორივე მხარეს ღია ტიპის კაფე აშენდება, ობიექტები ერთმანეთის მსგავსი იქნება და ტყუპი შენობებივით შადრევნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს სიმეტრიულად განთავსდება.
შენობები ორსართულიანი იქნება და გარე ფასადი ღია ფერებში შეიღებება. ობიექტების მეორე სართულზე მოეწყობა ვერანდა, ასევე ღია ცის ქვეშ, განთავსდება მაგიდები.
კაფეების მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულომ ჯერ კიდევ 1 წლის წინ მიიღო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მშენებლობა თავის დროზე ვერ დაიწყო. “ინფო რუსთავთან” საუბარში კაფის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირი აცხადებს რომ ორივე ობიექტის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.