როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში

1091

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და 2024 წლის ივნისში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – მჭადიჯვარი – სექტემბერი.

2023 წელი – ბაზალეთი – აპრილი; დუშეთი – აპრილი; გუდამაყარი – ივნისი; ბარისახო – ივნისი; შატილი – ივნისი; უკანაფშავი – ივნისი; ჟინვალი – ივნისი; ანანური – ივნისი; ჭართალი – ოქტომბერი; ჭონქაძე – ოქტომბერი; ფასანაური – ოქტომბერი; ქვეშეთი – ოქტომბერი.

2024 წელი – გრემისხევი – მაისი; ლაფანაანთკარი – მაისი; მაღაროსკარი – მაისი; ჭოპორტი – მაისი; ხეობა – ივნისი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.