მუხრანში აგრარულ ბაზარში დასრულებული კეთილმოწყობის სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა, დაათვალიერა, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანს განახლებული აგრარული ბაზარი აქვს. კეთილმოწყობითი სამუშაოები ადგილზე უკვე დასრულებულია,სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 284 596 ლარი შეადგინა.
„რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა სავაჭრო დახლები, გაფართოვდა ტერიტორია.აგრარული ბაზარი მუშაობას ერთ კვირაში დაიწყებს მოვაჭრეებს და მომხმარებლებს ადგილზე თანამედროვე და კეთილმოწყობილი ტერიტორია დახვდებათ.
განახლებულ მუხრანის აგრარულ ბაზარში ერთდროულად ორიათასზე მეტი მოვაჭრის განთავსებაა შესაძლებელი. ტერიტორია თავისი ფართობით საშუალებას იძლევა პანდემიის პერიოდში დაცულ იქნას ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს.
ახლად რეაბილიტირებული სავაჭრო ობიექტი სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გია გიუტაშვილმა დაათვალიერეს,“ – ნათქვამია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.