პროტესტი ახალციხეში – საძოვრების პრობლემის გამო მოსახლეობა მხარის რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვს

681
ნუ იყენებ!!!! ლოგო აქ

შემდეგი სტატია

დღეს, 24 ივნისს ახალციხის რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათი სოფლების კუთვნილ სათიბებში კახეთიდან ჩამოსული მწყემსები ცხვრებს აძოვებენ. ისინი პრობლემების მოგვარების მიზნით, მხარის რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილები ამბობენ, რომ სათიბების გარდა, პირუტყვი მათ სასმელ წყალსაც აბინძურებს. მთაში, სადაც სათიბებია მწყემსებს 6000–ზე მეტი ცხვარი ჰყავთ აყვანილი.

„ახალციხის 13 სოფლიდან ვართ, კახეთიდან ჩამოსული მეცხვარეები პირუტყვს ჩვენს სათიბებში აძოვებენ. ყულალისში სათიბების 90% გაფუჭებულია უკვე. მე წინუბნიდან ვარ იქაც ასეთი სიტუაციაა, ბალახის გასათიბად ტრაქტორი ვიყიდე კრედიტით და ბალახი აღარ არის“, – ამბობს წინუბნის მცხოვრებელი ჰაიკ ალექსანიანი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულს, ბესიკ ამირანაშვილს არ შეხვდებიან.

“სამი წლის წინაც გაგივნადგურეს სათიბები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს ჩვენი პრობლემები”, – აცხადებენ ისინი.