ფოთის ბაზარში ვაჭრობა აღდგენლია

377

ფოთის ბაზარში ვაჭრობა აღდგენილია. მოვაჭრეები სავაჭრო დახლების დემონტაჟს აპროტესტებდნენ, რაც მათი თქმით, დარბევა იყო, ვინაიდან ინფორმირებულები არ იყვნენ.

ბაზრის დირექტორის თქმით, მან დარბევის შესახებ დილით შეიტყო.

ფოთის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ქმედება სახანძრო უსაფრთხოების დაცვის მიზნით განახორციელეს.

„ქალაქ ფოთის მუნიციპილიტეტი პერმანენტულად ახორციელებს გარე ვაჭრობის მოწესრიგების ღონისძიებებს. ამჯერადაც, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით, ხდება ბაზრის ტერიტორიაზე შიდა გზების გათავისუფლება და ტერიტორიის მოწესრიგება. აღნიშნული ღონისძიების თაობაზე მოვაჭრეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული“, – განმარტა ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ.