საჩხერის მერია 17 დეკემბერს საქველმოქმედო აქციას გამართავს

479

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქველმოქმედო აქციის „საჩხერლები საჩხერლებისთვის“ გამართავს.

მერიის ინფორმაციით, საქველმოქმედო აქცია 17 დეკემბერს 11 საათზე მერიის ფოიეში გაიმართება.

“მოგმართავთ თხოვნით მიიღოთ აქციაში მონაწილეობა. შემოწირულობად შეიძლება იყოს მხოლოდ არამალფუჭებადი პროდუქტი. მიღებულ პროდუქტს მერია დაამატებს სასაჩუქრე პაკეტებს და საახალწლოდ დაეხმარება ისეთ ოჯახებს ვისაც დახმარება სჭირდება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ იმფორმაციაში.

https://www.facebook.com/SachkhereMunicipality/posts/3110691682494036