ენგურის ხიდი დროებით ისევ გაიხსნა

628

ენგურის ხიდი დროებით ისევ გაიხსნა. დღეიდან 24 ივნისის ჩათვლით გადაადგილება ნებადართულია იმ პირებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ და ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სოფელ რუხთან ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადასვლა დილიდან განახლდა. სამეგრელოდან აფხაზეთში მიმავალი პირები სპეციალურ სამედიცინო-სანიტარულ კონტროლს გადიან, თუმცა, მოქალაქეების თქმით, მათ კორონავირუსთან დაკავშირებული სპეციალური, ან სხვა სახის სამედიცინო საბუთი არ გაუკეთებიათ და ისე მიემგზავრებიან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.

აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. გამშვები პუნქტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მოტივით 14 მარტს ჩაკეტა. სამთვიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან, ორი დღით ცალმხრივად ისევ გახსნა.

აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება, ჯერჯერობით, აკრძალულია.