სოფელ პატარძეულში მარიტას სახელობის ბროწეულის ბაღს აშენებენ

2896

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მარიტას სახელობის ბროწეულის ბაღი შენდება. მოსახლეობა ბაღს თავისი ფინანსებით აკეთებს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

იმ ადგილას, რომელიც გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს ეკუთვნის, ბროწეულის ნერგები უკვე დარგეს, მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც.

2018 წელს, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შემდეგ, მამა პეტრე კოლხმა გამოთქვა სურვილი, რომ  მსახიობის გმირის – მარიტას სახელის უკვდავსაყოფად მარიტას ბაღი გაშენებულიყო, სადაც მხოლოდ ბროწეულები დაირგვებოდა.

ეს ადგილი კი სიმბოლურას, სოფელ პატარძეულში “ნატვრის ხის” ავტორის – გოგლა ლეონიძის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ იქნებოდა.