საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებმა, შესაძლოა, ივნისი-ივლისის ხელფასები ვერ მიიღონ. ამის შესახებ აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრემიერმინისტრმა განაცხადა.
მიზეზად ალექსანდრე ანქვაბმა საბიუჯეტო კრიზისი და ფინანსური სირთულეები დაასახელა, რომელიც მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული.
„არ გაშინებთ, მაგრამ ეს რეალობაა. ეკონომიკური აქტივობების შეჩერებამ მოქალაქეებსა და ქვეყნის ბიუჯეტს სერიოზული ზიანი მიაყენა“, – აღნიშნა ანქვაბმა.