თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ მერიის მიერ 15 ნოემბერს წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი კომისიებსა და ფრაქციებს განსახილელად გადასცა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები და ფრაქციები მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტის პროექტს ათი დღის განმავლობაში განიხილავენ. წარმომადგენლობიტი ორგანო ბიუჯეტის პროექტს არა უგვიანეს 25 ნოემბრისა შენიშვნებითა და რეკომენდაციებით დაუბრუნებს მერს. გარდა ამისა, ბიურომ მერიის მიერ ინიცირებული სამართლებრივი აქტების პროექტები განსახილველად კომისიებს გაუნაწილა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიღრმისეულად ვიმუშავოთ მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტზე. 2023 წლის ბიუჯეტი განსაზღვრავს ვართ თუ არა მზად ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმედოვნებ, რომ გვექნება ისეთი ბიუჯეტი, რომელიც მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს უპასუხებს“, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა.