იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების – გოჩა-ჯიხაიშისა და გუბის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულების ეტაპზეა.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და ჯამში 3 065 გრძივი მეტრი ასფალტო-ბეტონის გზა მოეწყობა. შესაბამისად, ადგილობრივები გადაადგილებას უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, წელს იმერეთის მასშტაბით დაახლოებით 2000-მდე ობიექტზე ჩატარდება სამუშაოები.
“იმერეთში გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ამჟამად დაახლოებით 500 ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს პროცესი , დასრულებული გვაქვს დაახლოებით 200 ობიექტი, მთლიანად წელს ჯამში 2000-მდე ობიექტზე გაიშლება სამუშაოები და დასრულდება წლის ბოლომდე. ეს შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, სკოლებს, სკოლამდელ დაწესებულებებს და ა.შ.”, – განაცხადა ზვიად შალმბერიძემ.