“ბათუმის წყალი”: ჩაისუბნის სათავე ნაგებობაზე ფილტრების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

556

ჩაისუბნის სათავე ნაგებობაზე ფილტრების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმის წყალი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი, მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნო.

„ჩაისუბნის სათავე ნაგებობა მდინარეებზე – ყოროლისწყალსა და ლეჩაზეა აგებული. მდინარეებზე მოპოვებული წყალი შემოწმების რამდენიმე ეტაპს გადის, წყალი მრავალჯერადად იქლორება, იფილტრება და სალიბაურისა და ინჯალოს რეზერვუარებში თვითდინებით გადადის, სადაც წყლის ხარისხი წყალგაყვანილობის ქსელში გაშვებამდე ხელახლა მოწმდება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.