ხილიანი ისტორიულ სახელს იბრუნებს

952

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს.

კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, დღევანდელი ჩიქოვანის ქუჩის მიდამოები ხილიანის უბნის სახელით მოიხსენიებოდა.

მისივე თქმით, ეს ტერიტორია, ურბანულ განაშენიანებამდე დაფარული ყოფილა ხეხილის ბაღებით, საიდანაც უბანმა ხსენებული სახელი შეიძინა.

„სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს თბილისის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და დაბრუნებას. ჩვენ კვლავინდებურად გავაგრძელებთ ყველა იმ ტოპონიმური სახელის გაცოცხლებას, რომელიც თბილისს გამორჩეულ ისტორიულ და კულტურულ ქალაქად აქცევს,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.