რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გზების, ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტაშკენტისა და ლეონიძის ქუჩებზე ტროტუარების კეთილმოწყობა მიმდინარეობს, გზებისა და ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება ლესელიძის I, II გასასვლელში, ასევე თოდრიასა და სანაპიროს ქუჩებზე. გზის საფარის რეაბილიტაცია დაიწყო გრანელის ქუჩაზე, სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გომელაურის ქუჩაზე და მიმდებარედ შიდა ეზოებში. სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ტარდება რუსთაველის #15-თან და 9 მაისი-მაიაკოვსკის ქუჩებზე.
,,რუსთავში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული, რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს გზების, ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს, ასევე დაგეგმილია სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია“, – განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.
დღეის მდგომარეობით, რუსთავში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.