ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 30 მლნ ევრო დაიხარჯება

420

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გორგილაძის ქუჩაზე, გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

ბათუმის მერიიდან ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთში სამუშაოების დასრულება და გზის საფარის კეთილმოწყობა თვის ბოლოსთვის იგეგმება.

„პარალელურად ხორციელდება ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი ინტენსიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლომდე.

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება 30 მილიონამდე ევროს შეადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.