ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩის საავტომობილო გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. პროექტის ღირებულება 4 350 000 ლარს ოდნავ აღემატება. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
პუშკინის ქუჩის 1,5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციისთვის კი 1 860 000 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.
სატენდერო დოკუმენტების მიხდვით, დაგეგმილია ასფალტო-ბეტონის გზის საფარის, ტროტუარების, ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. სამუშაოები პუშკინის ქუჩის შემთხვევაში ხელშეკრულების დადებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს, ხოლო თავისუფლების ქუჩის რეაბილიტაციისთვის 5 თვეა საჭირო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 3 ივნისს დასრულდება.