„დამნაშავე დაისჯება კანონის სიმკაცრით” – ლანჩხუთის სკვერში სკამი დააზიანეს

745

ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრში არსებულ სკვერში, დაუდგენელმა პირებმა სკამი დააზიანეს. ამის შესახებ გურია ნიუსი წერს.

როგორც ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, სამწუხაროდ, ეს არ არის მსგავსი ქმედების პირველი შემთხვევა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი ვანდალური ფაქტი ხდება ჩვენს ქალაქში. ჩვენი მომსახურების ცენტრი მოგიწოდებთ, ერთად დავიცვათ ჩვენი ქალაქი. ფაქტს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი მოკვლევა და დამნაშავე დაისჯება კანონის სიმკაცრით“, -ამბობენ კეთილმოწყობის სამსახურში.