ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონულ აუქციონზე უპირობოდ ყიდის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ორ ნაკვეთს.
ერთ-ერთი არის ქალაქის ცენტრალურ უბანში, საკათედრო ტაძრის სიახლოვეს მდებარე 949 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მისი საწყისი ფასი 60 000 ლარია.
უპირობოდ იყიდება ასევე თბილისის ქუჩაზე მდებარე 1118 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. (194 კვ.მ მიწის ნაკვეთი დატვირთულია სერვიტუტით) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. საწყისი ფასი არის 70000 ლარი.