ბოლნისის სოფელ მუშევანის მოსახლეობას დღეს გაფართოებულ ტესტირებას ჩაუტარებენ

715

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, დღეს მოსახლეობას გაფართოებულ ტესტირებას ჩაუტარებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუშევანში ეპიდემიოლოგების 9 ჯგუფი იმუშავებს და საკვლევ მასალას 500-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს აუღებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელი მუშევანი კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი დაწესდა. სოფლის შესასვლელში ბლოკპოსტია მოწყობილი და ადგილზე დაწესებულ შეზღუდვებს სამართალდამცავები აკონტროლებენ.

მუშევანში “კოვიდ19”-ით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით, 56-ია. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 165 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 76 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.