სამართალი სად არის და ფასწარმოქმნაზე რეაგირება საერთოდ სად არის, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრის კითხვას, კომპანია „ჯიბესთან“ დაკავშირებით, თუ რატომ არ მოახდინა მთავრობამ სამართლებრივი რეაგირება სპეკულაციურ ფასებზე.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საერთოდ არ იცის, თუ ვინ მუშაობდა აღნიშნულ კომპანიაში მისი გვარის.
„თქვენ თქვით, რომ ეს „ჯიბე“ იყო ვიღაცასთან დაკავშირებული. ამ „ჯიბეზე“ რაც ვიცი, ვიღაც ჩემი გვარის ადამიანი მუშაობდა, მითხრეს, რომ თურმე დირექტორი იყო, ან დირექტორის მოადგილე. აქ ვარ და პირდაპირ გეუბნებით, არც ვიცი ვინ მუშაობდა და არანაირი კავშირის არ მქონია. ეგეთი ჩემი გვარის ადამიანის ბევრ რამეს აკეთებს. ამ რეგიონიდან, რომელიც გადაკეტილი იყო, 5 000 ტონა ბოსტნეულია გამოტანილი აგრარულ ბაზრებში. „ჯიბეს“ აქვს გამოტანილი 400 ტონა და „ჯიბის“ გარდა, იქ კიდევ მუშაობდა დაახლოებით 12 კომპანია. თუ გნებავთ, ამ ინფორმაცის მოგცემთ, მაგრამ იმ დაპირებით, რომ მერე გამოხვალთ იგივე ტრიბუნაზე, ან სადმე მედიაში, თქვენსავე მედიაში და დეზავუირებას გაუკეთებთ ამ თქვენს განცხადებებს“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.