თერჯოლაში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

820

თერჯოლაში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა სკვერი დაათვალიერა და მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ გოდერძი თურქაძესთან, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელ გურამ თურქაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პროექტის შესახებ იმსჯელა.

“სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი იყო მოუვლელი და იმისათვის, რომ დასვენების კომფორტულ ადგილად გადაქცეულიყო, საჭიროებდა განახლებას. სკვერის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო და მოსახლეობისათვის თანამედროვე სივრცე მოეწყობა. შეიცვალა განათების სისტემა, განახლდება გაზონები, მოეწყობა ფილაქანი, დაიდგმება ძელსკამები და სანაგვე ურნები, დამონტაჟდება უფასო WI-FI და ასევე, იგეგმება დიდი მონიტორის დაყენება. ვიმედოვნებთ, რომ განახლებული სკვერი დროის საინტერესოდ გატარებაში დაეხმარება მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.