თეთრიწყაროში, იმ ქუჩაზე, სადაც ინფიცირებული 79 წლის ქალი ცხოვრობს, მოსახლეობას PCR ტექნოლოგიით გამოიკვლევენ

741

თეთრიწყაროში, გუშინ დადასტურებული ახალი შემთხვევის კონტაქტები მოძიებულია და მათ PCR ტექნოლოგიით კვლევა ჩაუტარდებათ, – აცხადებენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულ 79 წლის ქალთან ახლო კონტაქტი მხოლოდ მისი შვილია, დანარჩენი კი გარე კონტაქტებია, რომლებიც საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილი.

თეთრიწყაროში, იმ ქუჩაზე სადაც ინფიცირებული ქალი ცხოვრობს, მოსახლეობას პისიარ ტექნოლოგიით გამოიკვლევენ. ამ დროისთვის ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. თეთრიწყაროში, კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა, ლაბორატორიული კვლევის შედეგად გუშინ გამოვლინდა. ინფიცირებული 79 წლის ქალია და ის ექიმთა კლასტერის კონტაქტის კონტატია.

ამ დროისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 55 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 21-ს შეადგენს. 26 აპრილს თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ ცენტრში ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.