საბურთალოს რაიონში იან ჰომერის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 4 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სანიაღვრე ქსელის მოწყობა რაინგერსის და ჰომერის ქუჩის კვეთაზე მიმდინარეობს, რომელიც 500 გრძივ მეტრზე მოეწყობა. აღნიშნულ მისამართზე ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა.
„მიმდინარე წელსაც დიდი დიღმის კერძო დასახლებაში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. უკვე ორი ქუჩა მოწესრიგდა, სადაც მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამჟამად კი, იან ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია დავიწყეთ, სადაც სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და გრუნტიანი გზის ნაცვლად, ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს. მომავალში მსგავსი ქუჩების მოწესრიგებაც ეტაპობრივად განხორციელდება“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა. გაიოზ ვასაძემ.
სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს “ლ. ენდ ლ” ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 600 000 ლარია გამოყოფილი