აჭარის მთავრობის თავმჯომარე ზურაბ პატარაძე მუნიციპალიტეტის გამგებელთან, აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელძმღვანელთან და მაჟორიტარებთან ერთად სოფელ საჩინოს მოსახლეობას შეხვდა.
რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობას დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და წყალსადენი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი გრძელვადიანია და ეტაპობრივად ხორციელდება. პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო და 2018 წელში დასრულდება. საჩინოში წყალსადენი სისტემის მოწყობისთვის ჯამში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ახალ ქსელში 1000-მდე აბონენტი ჩაერთვება.
აგვისტოდან დაიწყება საჩინო-გორჯელაძეების მიმართულებით 1 600 მეტრიანი მონაკვეთის ასფალტირება, ასევე დაწყებულია შიდა გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა. წელს საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზებზე ჯამში 680 მ3 ბეტონის საფარი მოეწყობა. ასევე საჩინო-დივითის მიმართულებით მიმდინარეობს 18 მ სიგრძის ფერდსამაგრი კედლის მოწყობა. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში გასულ წელს საჩინოსა და ზ. აჭყვაში მოეწყო სათავე ნაგებობა და ცენტრალური მაგისტრალი, წელს მოხდა შიდა ქსელის მოწყობა და მიმდინარეობს აბონენტთა გამრიცხველიანობა. 2018 წელს კი ქვ. აჭყვაში მოხდება ახალი წყალსადენი სისტემის მოწყობა. საჩინოს ადმინისტრციულ ერთეულში წელს გაზსადენის ქსელი მოეწყო სოფელ საჩინოში. მოხდა 175 აბონენტის გაზიფიკაცია. აგვისტოდან დაიწყება ქვ. აჭყვას გაზიფიკაცია. პროექტი 350 აბონენტის გაზიფიკაციას ითვალისწინებს, ხოლო ზ. აჭყვაში გაზსადენი ქსელი 2018 წელში მოეწყობა. საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გაზიფიკაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
ისევ აქტუალური რჩება გაზიფიკაციისა და წყალმომარაგების საკითხები, რა მიმართულებითაც აჭარის მთავრობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ასევე აქტუალურია საბავშვო ბაღის შენობის თემა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფლის მცხოვრებლებს დაპირდა, არსებულ შენობას ჩაუტარდება დროებითი სამუშაოები, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული იქნება ახალი თანამედროვე სტანდარტის ბაღის მშენებლობა. მოსახლეობამ კმაყოფილება გამოხატა რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის.