ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ადგილზე გაეცნო, სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია.
„აღნიშნული საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 913 ათას ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.