ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყების თარღი ჯერ უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ უწყება დონორის მოძიებაზე მუშაობს. თავშესაფრის პროექტის მომზადება კი შპს „კოლოსმა“, დაახლოებით, ოთხი თვის წინ დაასრულა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
„მუნიციპალური განვითარების ფონდს დასრულებული პროექტი იანვარში ჩავაბარეთ“, – ამბობენ შპს-ში.
ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში თავშესაფრის მოწყობის პროექტირებაზე ტენდერი ერთი წლის წინ გამოცხადდ. მისი ღირებულება 155 000 ლარი იყო.
სატენდეტო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენება და ენერგო ეფექტური მშენებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა.