ბესიკ ბრეგაძე: ქუთაისის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი მოქალაქეთა დახმარებაზე უნდა წარიმართოს

509

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესიკ ბრეგაძე ქუთაისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითხოვს. მისი თქმით, საკრებულოს საფინანსო კომისიის სხდომაზე უკვე წარადგინა პარტიის მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც ქუთაისის ბიუჯეტში 5 მილიონი ლარის ცვლილებას გულისხმობს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

“იმ ღონისძიებებისათვის განკუთვნილი თანხა, რომლებიც პანდემიის გამო ვერ ჩატარდა და ვერ ჩატარდება,  წარვმართოთ მოსახლეობის დასახმარებლად, ეს თანხა 5 მილიონ ლარს აღწევს, რაც ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 10 პროცენტია. ეს  გეგმა წარვუდგინეთ საკრებულოს და ველოდებით უმრავლესობის რეაგირებას,”- განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ამ დახმარების მიმღები ადამიანების შერჩევა, და ხომ არ მოხდება ისე, რომ ბენეფიციარებს შორის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერები მოხვდენ, ბრეგაძე პასუხობს, რომ მათი გეგმის თანახმად, ერთობლივი კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც მოახდენს ამ თანხის მიმღებთა შერჩევას.

ოპოზიცია ქუთაისის საკრებულოს მათ ინიციატივებს უახლოეს დღეებში გადაუგზავნის.