რუსთავში, თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი შენდება

868

რუსთავში, თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ახალი ბაღის მშენებლობა ცურტაველის ქუჩაზე, #10-ე ბაღის ადგილზე მიმდინარეობს. #10-ე ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ავარიული მდგომარეობის გამო განხორციელდა და მის ადგილზე ახალი შენობა შენდება.

ბაგა-ბაღის დემონტაჟისა და ახალი შენობის მშენებლობის პროექტის საერთო ღირებულება 1 078 222 ლარია, სამუშაოებს შპს ,,პარმაღი“ ახორციელებს.
როგორც რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,ბაგა-ბაღების გაერთიანებაში“ აცხადებენ, ახალი ბაღის შენობა ორსართულიანი და განსხვავებული დიზაინის იქნება.
რუსთავის ,,ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, ბაღში 6 სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნება.

ახალი ბაღის მშენებლობის პარალელურად, რუსთავში #41 ბაღის რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაციის შემდეგ, ოთხი ახალი ჯგუფის დამატება გახდება შესაძლებელი და დამატებით 150 ბავშვი ჩაირიცხება. #41-ე ბაღში აღსაზრდელები ჩარიცხვა ელექტრონული რეგისტრაციის გარეშე მოხდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი