იმ პარტიებს შორის, რომელსაც NDI-ის გამოკითხულები არასდროს მისცემდნენ ხმას, 21%-ით “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს. გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ არ არსებობს ასეთი პარტია, 18% ამბობს, რომ არ იცის.
14% არასდროს მისცემდა ხმას “ქართულ ოცნებას”, 5% – “პატრიოტთა ალიანსს”, 4% – “ლეიბორისტულ პარტიას”, 2% – “გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას”, 1% – “გირჩს”, ასევე 1% – “ევროპულ საქართველოს”.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%-ია.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი