NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

1345

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 37% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. გამოკითხულთა 23%-ის თქმით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას. გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, 4%-ის თქმით, “ევროპული საქართველო”, ასევე, გამოკითხულთა 4%-ის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი”, ხოლო 3%-ის თქმით, “ლეიბორისტული პარტია”. გამოკითხულთაგან 13%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის და პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი