რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობა გაიხსნა.
გახნის ცერემონიას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი თავისი სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის შექმინილია ყველა პირობა, შენობაში განთავსებულია სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები. შენობის გარე პერიმეტრზე კი მოწყობილია სასწრაფოს-სამედიცინო მანქანების ავტოპარკი.
რუსთავში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობის პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.