რუსთავის მერიის ჩატბოტი ამოქმედდა

509

წინა სტატია

რუსთავის ინოვაციების ჰაბმა, მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, მერიის ჩატბოტი შექმნა. რუსთავის მერიის ჩატ ბოტის სახელია – „სი ბოტი- Ci Bot“. ის მოქალაქეებს ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით საჯარო ინფორმაციას აწვდის სოციალური პროგრამების, არქიტექტურული სერვისის, სამხედრო გაწვევის, მუნიციპალურ ქონებისა და ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებულ საკითხებზე. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს. 

ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელის, რეზო ბარბაქაძის განცხადებით, საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საჯარო მოხელეა რუსთავში შეიქმნა.

მისივე  თქმით, ჩატბოტი მუნიციპალური სერვისებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მოქალაქეებს კომპეტენტურ ინფორმაციას სწრაფ რეჟიმში მიაწვდის.

ინოვაციების ჰაბის პრეზენტაციას დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ სი ბოტი “მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის“ ფარგლებშია შექმნილი და პროექტი რუსთავში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და კომპანია „პულსარის“ მეშვეობით ხორციელდება.

ჩატბოტზე მუშაობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო და სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს პირველი სატესტო ვერსია ამოქმედდება.

საწყის ეტაპზე ბოტი 5 სხვადსხვა მიმართულებიდან 700-მდე კითხვას უპასუხებს, ხოლო სამუშაო პერიოდში პროგრამა დაიხვეწება და კითხვების შინაარსი ინტერესის სფეროდან გამომდინარე გაფართოვდება.