რუსთავის მერიის “ინოვაციების ჰაბის” ორგანიზებით, ფეისბუქზე ინტეგრირებული სისტემა ჩატბოტი – სახელწოდებით Ru.Bot ამოქმედდება. ამის შესახებ ტვ4 წერს.
ჩატბოტი ონლაინრეჟიმში ნებისმიერ მომხმარებელს, მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, სწორ და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.
ჩატბოტზე მუშაობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო და სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს პირველი სატესტო ვერსია ამოქმედდება.
საწყის ეტაპზე ბოტი 5 სხვადსხვა მიმართულებიდან 700-მდე კითხვას უპასუხებს, ხოლო სამუშაო პერიოდში პროგრამა დაიხვეწება და კითხვების შინაარსი ინტერესის სფეროდან გამომდინარე გაფართოვდება.
სამომავლოდ იგეგმება, რომ პროგრამამ მოქალაქეებს, არამხოლოდ ინფორმაცია მიაწოდოს,არამედ ისინი საჭირო სერვისებითაც უზრუნველყოს .
ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელის ,რეზო ბარბაქაძის განცხადებით, ჩატბოტის დაფუძნება და ამოქმედება ინოვაციურია ,რადგან არცერთ საჯარო პორტალსა და ფეისბუქგვერდს მსგავსი სტრუქტურის პროგრამა არ აქვს.