საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ გულიკანთუბანში ასფალტი დაიგება

542

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ატოცის იმ უბანში, რომლის მოსახლეობა დიდი ხანია გზის მოწესრიგებას ითხოვდა, ასფალტი დაიგება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. 

ამის თაობაზე ქარელის მერიაში ხელშეკრულებას კომპანია “ერტედესთან” აფორმებს. კომპანია “ერ ტე დე” მუშაობას ხელშეკრულების ხელმოწერირდან 10 დღეში დაიწყებს.

გულიკანთუბნის გზის მოწესრიგება 3 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 000 დაიხარჯება.