ბათუმში, წყალარინების A სატუმბ სადგურში წყალარინების ნარჩენების მექანიკური გამწმენდი ახალი ელევატორი დამონტაჟდა

675

წყალარინების A სატუმბ სადგურში წყალარინების ნარჩენების მექანიკური გამწმენდი ახალი ელევატორი დამონტაჟდა. „ბათუმის წყლის“ ცნობით, წყალარინების სატუმბების დანიშნულება, წყალარინების წყლის შეკრება და ადლიის ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაში გადატუმბვაა.

გაწმენდილი წყალი, ზღვაში სატუმბი სადგურის მეშვეობით ჩაედინება. სატუმბი მილი ზღვაში 1 კმ და 100 მეტრის მანძილზე შედის და 40 მეტრ სიღრმზე ხდება წყლის ჩაშვება.

გაწმენდილი წყლის ყოველდღიურ მონიტორინგს ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ლაბორატორია, ევროკავშირის სტანდარტის – ზღვაში ჩასაშვები გაწმენდილი წყლის ზღვრული ნორმების თანახმად ახდენს.